უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 სექტემბერი, 2018 11:50
font-size

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა

2018 წლის 12 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1323-ე სხდომის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავის საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ სხდომაზე განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, რასაც შედეგად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იძულებით განდევნა მოყვა.

ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტიდან ათი წლის შემდეგაც რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებებს, აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციასა და საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფას, ასევე ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევას ოკუპირებულ რეგიონებში.

ირაკლი გივიაშვილმა მინისტრთა კომიტეტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.

თავის გამოსვლაში ირაკლი გივიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ჩართულობის პოლიტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დასასრულს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში „კონფლიქტი საქართველოში“ საკითხის მნიშვნელობას.

საკითხის განხილვისას გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით (მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, მონაკო, მოლდოვა, ნორვეგია, უკრაინა, სანმარინო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია).

თავის განცხადებაში ევროკავშირმა კიდევე ერთხელ დააფიქსირა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა.

განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა რჩებაუკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

თავის განცხადებაში ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

განცხადებაში ასევე გამოითქვა ღრმა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. ევროკავშირის ასევე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გამყოფ ხაზებზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაძლიერებასთან და სხვა მრავალ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების და საკუთრების ქონის, ასევე მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებების შეზღუდვას.

განცახდებაში აღნიშნულია, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიცატივას - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, ისევე, როგორც მონაწილეები სოხუმიდან და ცხინვალიდან, უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ჩაერთონ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხის განხილვაში, და აცხადებს, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების მანდატით მთავარ საკითხთა შორის არის განსაზღვრული.

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

14 თებერვალი, 2019 , 11:35

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd &l

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახე იტალიური მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით „პირველი არხი“ იტყობინება. 21 წლის მამაკაცი კა

ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა

9 თებერვალი, 2019 , 17:13

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდის შტატებში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლებ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია

8 თებერვალი, 2019 , 14:45

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უ

საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეა ტომპსონი

8 თებერვალი, 2019 , 13:05

„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა. განცხადება ტომპსონმა, თავისი ოფი

თეირანში ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

6 თებერვალი, 2019 , 16:49

ირანში, ქალაქ თეირანში აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკულტო ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზესარესტავრა