უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2017 12:40
font-size

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეა საუბარი

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიათავისუფლების და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ აღნიშნული საკითხის რეზოლუციის პროექტში შეტანას მხარი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭირა.

როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ცვლილება სრულად არ იქნა გათვალისწინებული.

„ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილება, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, სადაც აღნიშნულია, რომ მედია გარემოს კუთხით საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს საუკეთესო გარემოს იმისთვის, რომ მედიამ შეძლოს თავისუფლად არსებობა, საქმიანობა და შექმნას პლურალისტური გარემო. ამ ნაწილს მომხსენებელი დაეთანხმა. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ცნობილია, რომ ეს დავა იწვევს საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას. სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ეს კითხვები მოიხსნას. ვფიქრობ, რომ პრინციპში, ძირითადად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური შეფასებები და მოსაზრებებიც არის ასახული რეზოლუციაში. მიმაჩნია ასევე, რომ შესაძლებელი იყო მომხსენებელს უფრო მეტად ჩაეხედა საკითხის არსში და საქართველოში არსებული მედია კონტექსტი უკეთესად ყოფილიყო შეფასებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ამოცანაა პრინციპში, რომ საზოგადოებას და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და სწორედ ამ ამოცანას ვემსახურებით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, 2015 წლიდან, შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. ამ რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი.

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი