უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2018 12:55
font-size

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გმობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტი ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა და მომხდარი დაგმო.

ტრაგიკულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისკენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა მოუწოდა.

ცხინვალში მომხდარს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.

„მოვუწოდებთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნელივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება და მათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში.

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ცირა გურგენიძე

არარსებული ნასამართლეობის მოტივით, „ტრიბუნას“ რამდენიმე წევრს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს - დავით ჭიჭინაძე

28 სექტემბერი, 2020 , 15:55

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლ

თბილისის მერია ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის უკანონო დაჯარიმებას - თეონა აქუბარდია

28 სექტემბერი, 2020 , 15:55

„სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დედაქალაქის მერია კვლავინდებურად აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჯარიმების გამოწერას და კვლავინდებურად ზღუდავს მათ საარჩევნო კამპანიას. აქუბარდ

უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინი იცვლება

28 სექტემბერი, 2020 , 15:15

ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა. თამ

სწავლის დაწყება დაკავშირებულია გარკვეულად მობილობის სერიოზულ ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს - ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი, 2020 , 15:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლებში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, ა

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28 სექტემბერი, 2020 , 14:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას იწყებს

28 სექტემბერი, 2020 , 14:50

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად. მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე