უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2018 14:45
font-size

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მინისტერიალის ფარგლებში, თბილისი მაღალი რანგის სტუმრებს - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონს, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირებს და საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მასპინძლობს. მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მინისტრის აზრით, მსოფლიო სპორტული ხასიათის პრობლემების დღის წესრიგში ძალადობა, რასიზმი, დისკრიმინაცია, დოპინგი, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამოწინავე ადგილს იკავებს, შესაბამისად, მინისტერიალი სრულად ეხმიანება სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს და დარწმუნებულია, რომ საპატიო სტუმრების, დელეგატებისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით სასურველ შედეგებს ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

მინისტერიალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზანს საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება წარმოადგენს. მინისტერიალზე მონაწილეები იმსჯელებენ სპორტში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ ასპექტებზე. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი: სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამასთან, მიღებული იქნება ორი რეზოლუცია: 1. სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ზომების გაძლიერება 2. ადამიანის უფლებათა დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა
მინისტერიალი ევროპის საბჭოს, EPAS-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი