უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 აპრილი, 2018 17:30
font-size

ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას - მამუკა ბახტაძე

ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ევროპის საინვესტიციო ბანკს, აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სხვა ქვეყნებში კომერციულ ბანკებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მექანიზმების დანერგვის მიმართულებით. მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში იგეგმება ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტი და ჩვენ დეტალურად შევისწავლით ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ამ რეფორმას მსხვილი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განვახორციელებთ. სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, ხელს შეუწყობს მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიზანს - დავძლიოთ სიღარიბე. ეს გზა კი გადის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ესაა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმა. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ამ რეფორმის წარმატებით დასრულების საკითხში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა აღმოსავლეთ სამეზობლოში. ბანკი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს მეტი ინვესტიციის მოზიდვას სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენთან საუბარში, ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცილება ევროკავშირის ქვეყნებში, თუ როგორც შეიძლება კომერციულ ბანკებთან ერთად, შეიქმნას ინსტრუმენტები დამწყები, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა, რომელზედაც მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი