უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მარტი, 2017 12:35
font-size

ევროპის საინვესტიციო ფონდსა და პროკრედიტ ბანკს შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა - ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყო

ევროპის საინვესტიციო ფონდმა და პროკრედიტ ბანკმა ხელი მოაწერეს InnovFin-ის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სესხების გაცემას მოქმედ ინოვაციურ ბანკებზე. შეთანხმების თანახმად, InnovFin-ის გარანტია ფარავს პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს, ასევე გათვალისწიენებულია 50 მილიონი ევროს საკრედიტო პორტფელის გენერირება.

ევროკომისარის კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის განვითარების საკითხებში კარლოს მოედასმის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ს, რომელიც ითვალისწინებს კრედიტის გაცემას ევროკავშირის გარანტიის საფუძველზე.

„ჩვენი კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ ღიაა მსოფლიოსთვის. ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ამჯერად საქართველოსთან, ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დადებული გარიგება ჩვენს თანამშრომლობას ერთი ნაბიჯით წინ წასწევს. ეს დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას, რადგან ქართულ კომპანიებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ევროკავშირის გარანტიის საფუძველზე გაცემული სესხებით, რაც აამაღლებს მათი კვლევისა და ინოვაციის პოტენციალს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორის, ალექს მატუას თქმით, InnovFin-ის პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო საწარმოებებზე, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს პასუხობენ.

„InnovFin-ის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, უფრო განვვითარდეთ და დავაფინანსოთ ისეთი ბიზნესები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური ხედვა, პასუხობენ თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და გეგმავენ მომავალში განვითარებას. ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ ბიზნესს“, - განაცხადა მატუამ.

პროკრედიტ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრმა ბორისლავ კოსტადინოვმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებს „გაუადვილებს დაფინანსების მიღებას“. მან ასევე დაამატა, რომ 2016 წლის გამოყოფილი თანხიდან ერთი-მესამედი უკვე ათვისებულია ინოვაციური კომპანიების მხარდამჭერი პროექტებისთვის.

როგორც აღინიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში InnovFin-ის ტიპის ხელშეკრულება გააფორმეს.

ცნობილია, რომ „ევროკავშირის InnovFin დაფინანსება ნოვატორებისთვის“ ინიციატივის საფუძველზე, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, შეიქმნა InnovFin SME Guarantee Facility. ის გასცემს ვალის დაფინანსების გარანტიებს და კონტრგარანტიებს 25 ათასიდან 7.5 მილიონი ევროს ფარგლებში, რომლის მიზანია ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე მცირე კაპიტალიზაციის საწარმოების (სადაც დასაქმებულია 499-მდე თანამშრომელი) გაუმჯობესებული პირობებით დაფინანსება. აღნიშნულ ინსტრუმენტს მართავს ევროპის საინვესტიციო ფონდი, რომელიც განვითარდა ფინანსური შუამავლების - ბანკების და სხვა ფინანსური დაწესებულებების - საშუალებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ასოცირებულ ქვეყნებში. ამ ინსტრუმენტის საფუძველზე, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ფონდი გასცემს გარანტიებს ფინანსური შუამავლებისთვის იმ ზარალის პროპორციულად, რომელსაც გაწევენ ამ ინსტრუმენტის ფარგლებში ვალის დაფინანსებაზე.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი