უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ივნისი, 2017 18:30
font-size

„ევროპის უნივერსიტეტი“ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ გამართავს

2017 წლის 30 ივნისს, 10 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებითა და მონაწილეობით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ გაიმართება.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანია ქართველმა და ევროპელმა მეცნიერებმა გლობალიზაციისა და მისი გამოწვევების შესახებ იდეები გაცვალონ და თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრონ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, პოლონელი, უკრაინელი და მაკედონიელი პროფესორები.

,,აღსანიშნავია, რომ ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სამეცნიერო ბაზარზე მაღალი ხარისხის სამეცნიერო პროდუქტითა და განათლებით შევიდეს’’, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კონფერენცია უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის“ ინიციატივივით გაიმართება, რომლის მკვლევრების სამეცნიერო ნამუშევრებიც ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებშია წარმოდგენილი, როგორებიც OAJI, Google Scholar, SIS და Index Copernicus-ია.

ამ ტიპის კონფერენცია, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიებაზე რამდენიმე სესია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთის ნაშრომებს გაეცნობიან და შესაბამის შეფასებებსაც მისცემენ მათ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი