უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 აგვისტო, 2018 12:40
font-size

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნისა და ხალხის სუვერენული არჩევანია - სოფო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით.

ქაცარავას თქმით, საქართველოს გაწევრიანება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნისა და ხალხის სუვერენული არჩევანია.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი რიტორიკა და განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნისა და ხალხის სუვერენული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეზოლუციით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ამოცანა, არამედ პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიული რეფორმებს, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ა.შ. ეს არის ჩვენი, როგორც შიდა პოლიტიკური ამოცანა, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა ქაცარავამ.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან, სადაც ადგილზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობიან.

„ამჟამად, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებით და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვეცნობით. რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი გამოწვევების მიმართ ჩვენი პასუხი სწრაფი განვითარება და სამშვიდობო პოლიტიკაა“, – დასძინა ქაცარავამ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს შესვლამ ნატო-ში შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, გაუგებარია, რისთვისაა ეს საჭირო“, - განაცხადა მედვედევმა რადიო „Коммерсант ФМ“-თან ინტერვიუში.

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`