უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 თებერვალი, 2019 13:17
font-size

„ევროპული საქართველო“ ალტერნატიული მოდელის განხილვამდე, დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ ვიდრე არ მოხდება მათ მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მოდელის განხილვა, დაგროვებითი პენსიის სისტემა შეჩერდეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია.

„არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია მოდელის სხვა დეტალებიც. ვითხოვთ, რომ პარლამენტმა სერიოზულად განიხილოს „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი.

ამ მოდელის მიხედვით, ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში; ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის; დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

„ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500-ლარიანი ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს.

დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი

16 თებერვალი, 2019 , 12:57

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

16 თებერვალი, 2019 , 12:35

მთაწმინდაზე, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “რუსთავი2-ის” ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ცხედარს, ამ წუთებში

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია

16 თებერვალი, 2019 , 12:06

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ს

აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი თუ რისგან იყო გამოწვეული მარჯვენა ხელ-ფეხის უმოქმედობა, ინსულტის მაგვარია, ამის გამოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან მსჯავრდბულ

ხვალ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს

16 თებერვალი, 2019 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ,,მედიანიუსს“ შს სამინისტროდ

`უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს` - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 11:04

"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალ