უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

„ევროპული საქართველო“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

„ევროპულმა საქართველომ“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში დაიბარა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, მინისტრები პარლამენტში უნდა მივიდნენ და ახსნან იმ ბრძანების მიზეზი, რომელიც ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირებას კრძალავს.

„არგუმენტი ჯერ არ არსებობს. ერთადერთი რაციონალური ეჭვი არის ის, რომ ამის უკან დგას უბრალოდ კორუფცია და ამიტომ ამ ადამიანებს ართმევენ ლუკმა-პურს. ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს. მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში, შეხვდეს „ევროპულ საქართველოს“ და აუხსნას თავის ქმედების მიზეზები“, – განაცხადა დეპუტატმა.

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ხორბლის იმპორტიორები საპროტესტო აქციას, რომელიც დღესაც გრძელდება, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრი ბრძანება კონკურენციის შესახებ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და მისი ბათილად ცნობის მიზნით სასამართლოს მიმართავს.

გუშინ ხორბლის იმპორტიორებმა აქცია დაიწყეს. ისინი ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და გადაწყვეტილების შესაცვლელად ორდღიან ვადას აძლევენ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, საინიციატივო ჯგუფი შექმნან.

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ბექა დოჭვირი

21 მარტი, 2020 , 22:48

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მ