უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებს
„ევროპულმა საქართველომ“ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, შალვა შავგულიძე დაასახელა.
დღევანდელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დაახასიათა შავგულიძე, როგორც „პატიოსანი, მცოდნე და პრინციპული ადამიანი“.
„დღეს „ევროპული საქართველოსა“ და საპარლამენტო უმცირესობის სახელით მინდა, შევთავაზო საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურად ჩვენს საზოგადოებას შალვა შავგულიძე.
მე ამ კანდიდატურას ვთავაზობ ჩვენს საზოგადოებას, ვთავაზობ ზაზა სარალიძესა და თითოეულ იმ მშობელს, რომლის შვილი იყო მოკლული და რომლის საქმე არაა გამოძიებული , ასეთი ადამიანი ბევრი ვიხილეთ ბოლო დღეებში.
ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს, შალვა შავგულიძე არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. შალვა შავგულიძე და ჩვენ ყოველთვის ვიყავით სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში. მახსოვს, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატი და მაშინ მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ ისაა ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინააღმეგ ბრძოლა. შემდგომ, როცა ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ბატონმა შავგულიძემ „ქართული ოცნებიდან“ მოიგო ვაკის ოლქი და ის იყო „ქართული ოცნების “ დეპუტატი პარლამენტში. ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შალვა შავგულიძე იყო პატიოსანი, მცოდნე და პრინციპული ადამიანი. ამიტომ, მე დღეს მას ვასახელებ არა იმიტომ, რომ ის ჩვენი მეგობარია, არა იმიტომ, რომ ის ჩვენი პოლიტიკური მოკავშირეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ეტაპზე ჩვენი განვლილი მოღვაწეობის, ჩვენ, მე და შავგულიძე, ვიდექით სხვადასხვა და საპირისპირო ბანაკში. მაგრამ, ადამიანს უნდა შეგეძლოს, აღიარო შენი ოპონენტის ღირსეულობა. შალვა შავგულიძე ყოველთვის იყო ღირსეული ოპონენტი, ყოველთვის იყო ადამიანი, რომლის პატიოსნებაშიც, კომპეტენტურობასა და ბრძოლისუნარიანობაში ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანდა“, - დასძინა ბაქრაძემ.
მან განაცხადა, რომ მმართველი გუნდი „დახურულ კარს მიღმა“ ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცებას ცდილობს.
„საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ საღამოს „ქართული ოცნების“ ოფისში დაიწყო დახურული კონსულტაციები ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით,. ესაა ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ პასუხი იმ ათობით ათას ადამიანს, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპროტესტებს უსამართლობას და ითხოვს სისტემის დანგრევას.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და აპირებს ახალი პროკურორის დასახელებას ზუსტად იმავე სისტემის ფარგლებში , რომლის დანგრევასაც ითხოვს ხალხი. როგორც ჩანს, ხელისუფლების განზრახვაა, ახალი პროკურორი შეირჩეს „ქართული ოცნების“ ოფისში, დახურულ კარს მიღმა, შემდეგ იყოს მოწონებული ე.წ. საპროკურორო საბჭოზე, რომელიც შედგება პროკურატურის იმ ხელმძღვანელი პირებისგან, იმ პროკურორებისგან, ვინც ქმნის ამ უსამართლო სისტემას. შემდეგ ეს ყველაფერი წავიდეს იუსტიციის მინისტრთან, რომელიც მისტირის და მადლობებს უხდის უკვე გადამდგარ მთავარ პროკურორ შოთაძეს, დაბოლოს, ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კენჭისყრით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, 2 დღის წინ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტი ირაკლი შოთაძემ დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამო.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

