უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2018 15:45
font-size

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში განათლების მინისტრს იბარებს - დაბარების ერთ-ერთი მიზეზია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლების ზეწოლის გამო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას ინსულტი დაემართა.

„ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ქალბატონ ია კერზაიაზე ზეწოლა განახორციელეს განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ნოდარ წამალაშვილმა და ელისო ჯაფარიძემ. მათ აბსოლუტურად უკანონოდ და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით აწარმოეს საპროკურორო სტილის დაკითხვები პირველ და მეორე ტურებს შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის თანამშრომლებსა და ამ სკოლის დირექტორზე. ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლასა და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული ამ ორი ადამიანის მიერ. ქალბატონი ია უმძიმეს, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება რეანიმაციაში“, - განაცხადა კახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან მოუწოდა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს, გამოცხადდეს პარლამენტი, „ევროპული საქართველოს" ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე კითხვებზე პასუხის გასაცემად.

„კითხვები არსებობს როგორც ამ, ისე სხვა უამრავ საქმეზე, სადაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით „ქართული ოცნება" ცდილობდა ამ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიღებას სკოლის დირექტორებისგან და პედაგოგებისგან. ჩვენ ვსვამთ როგორც ინსპექტირების სამსახურის სამმართველოს უფროსის, ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინაიდან დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ პროცესში განათლების სისტემის, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის გამოყენება“,- განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კერზაიამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრა. კერძოდ, მან უარი თქვა პედაგოგების საარჩევნო პროცესში ჩართვაზე. მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ ამის შემდეგ მას ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

26 ნოემბერს ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.

ია კერზაია ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ის მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაშია.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ