უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2017 18:35
font-size

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლის ინიციატივით გამოვა - ოთარ კახიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, მისი პარტია ინიციატივის წარდგენას აპირებს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

„ჩვენ შევდივართ პარლამენტში ინიციატივით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტურად შეიცვალოს. აქ არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, გასაღების მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში და პატიმრობა, როგორც თავისუფლების აღკვეთა არ იყოს გამოყენებული სასჯელად“, - განაცხადა კახიძემ.

კახიძის აზრით, კანონმდებლობა სხვა მძიმე დანაშაულებთან შედარებით ზედმეტად მკაცრია ნარკომომხმარებლების მიმართ.

„ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია. პრაქტიკულად, დრაკონული სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად გაუპატიურებისთვის 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ყაჩაღობისთვის 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ამბოხებისა და შეთქმულებისთვის კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამ პირობებში, კლუბური ნარკოტიკის ფლობისთვის ახალგაზრდებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ეს მიდგომა არის გადასახედი. სისხლის სამართლის კოდექსი საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას“, - განაცხადა კახიძემ.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი