უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 11:10
font-size

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერს - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დადებულ ვეტოს მხარს დაუჭერს.

მან მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და პრეზიდენტის ვეტო დაამტკიცოს.

„ჩვენ - „ევროპული საქართველო“ მეტ საკითხზე ვიყავით ვეტოს მომხრე, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხებს მაინც დაადო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო. ეს ვეტო გამოხატავს სრულ კონსენსუსს საქართველოს მთელი ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთო ჯამში, მთლიანად ჩვენი საზოგადოების. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს „ოცნების“ გუნდი, ივანიშვილის გუნდი, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მაინც უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც უარი თქვა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე, რომ ყველა ამ სადავო საკითხზე ეკითხათ ხალხისთვის აზრი. უგულვებელყო საერთაშორისო საზოგადოების რჩევები, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პოზიცია, საკუთარი პარტიული და მათი არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესის გარდა. ეს მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის. ეს ვერ გადაარჩენს მათ საბოლოო ჯამში, პოლიტიკურად, მაგრამ მძიმე დარტყმას აყენებს ქვეყანას, ამიტომ ერთხელაც აქვთ შანსი, რომ ეს მძიმე შეცდომა არ დაუშვან და არ მიაყენონ ზიანი ჩვენს ქვეყანას. ვნახოთ, რა იქნება სხდომაზე. ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ 26 სექტემბერს დამტკიცებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს 6 მოტივირებული შენიშვნით მიმართა. „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული საკითხების გარდა პრეზიდენტმა დაამატა კიდევ 2 პუნქტი, რომელიც მან ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. ისინია პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

ანა მებურიშვილი

აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება - დავით ჭიჭინაძე

3 ივნისი, 2020 , 17:39

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოც

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა

3 ივნისი, 2020 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადები

გახარია თანამდებობას ტოვებს

3 ივნისი, 2020 , 16:05

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ  გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღა

ჩვენი ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, - ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

2 ივნისი, 2020 , 17:15

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldqu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 ივნისი, 2020 , 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!