უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ივლისი, 2019 17:21
font-size

„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე "ქართულ ოცნებას" განხილვების პროცესის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი გამარჯვება, ეს არის იმ ახალგაზრდების ძალიან დიდი გამარჯვება, რომლებიც 21 დღეა აპროტესტებენ უსამართლობას. ეს არის იმ 300 ათასი ადამიანის გამარჯვებას, რომელმაც ხელი მოაწერა ოპოზიციის პეტიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ჩვენ პარტიული ინტერესის გამო, არანაირი უფლება არ გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საზოგადოების წარმატება.

მიუხედავად იმ ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად, პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, მინდა, განვაცხადო, რომ „ევროპული საქართველო“ უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას.

საპარლამენტო კენჭისყრის დროს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება 20 მომხრე „ევროპული უმრავლესობის“ წევრი დეპუტატებისგან", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

4 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომი

რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - გიგა ბოკერია

4 ივნისი, 2020 , 17:00

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მალე შედგეს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საერთო კანდიდატებზე თავიდანვე საუბრობდნენ, შეთანხმების ერთგულნი უნდა დარჩნენ, -ამის

საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის - დავით ბაქრაძე

4 ივნისი, 2020 , 15:35

„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. „მინდა, თავ

აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება - დავით ჭიჭინაძე

3 ივნისი, 2020 , 17:39

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოც

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა

3 ივნისი, 2020 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადები

გახარია თანამდებობას ტოვებს

3 ივნისი, 2020 , 16:05

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ  გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!