უკან

სამართალი

21 აპრილი, 2017 13:50
font-size

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემას- პლებისციტი ჩატარდეს.

როგორც ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს შეამცირებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას, მხოლოდ გააღრმავებს დაპირისპირებას. ამიტომ, ამ სიტუაციაში, აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა, საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხსზე: პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის თემაზე და საპარლამეტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს“,-აღნიშნა ბაქრაძემ.

პოლიტიკოსმა მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დანიშნოს პლებისციტი, მოიქცეს, როგორც ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ მისცეს გადაწყვეტილების უფლება ხალხს. მოვუწოდებ, პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი - მოვუწოდებთ მას, იყოს არა ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ევროპული საქართველო“ ხელმოწერების შეგროვების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას პრეზიდენტთან და სხვა პარტიებთან დაიწყებს.

„იმ შემთხვევაში თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი კითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით“,-განაცხადა ბაქრაძემ.

მონიკა დავლიანიძე

ვაკეში კაფე ,,ანტრე’’ დააყაჩაღეს

29 აპრილი, 2017 , 11:40

თბილისში, კუს ტბის ასახვევთან, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე კაფე "ანტრე" დააყაჩაღეს. კაფეზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპე

შუბლზე დამადო იარაღი და მითხრა, გავიხსენო თორემ ადგილზე მომკლავდა- ირაკლი გედენიძე

28 აპრილი, 2017 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთ დაზარალებული ირაკლი გედენიძე დაიკითხა. სასამართლო პროცესზე გედენიძემ დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების დღე. “გამთენიისას, გავიარეთ ბოლომდე ჯიქიას ქუჩა

სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სახელით ინიციატივები ატარებს საფრთხეს - კოალიცია

28 აპრილი, 2017 , 16:45

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავის

ზურმუხტის მალულად გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28 აპრილი, 2017 , 12:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე,

უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის გარკვეული შეფასების სისტემა უნდა დაწესდეს - ლევან მურუსიძე

28 აპრილი, 2017 , 11:40

იუსტიციის საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის გარკვეული შეფასების სისტემა უნდა დაწესდეს. აღნიშნული განცხადება მურუსიძემ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე გააკეთ

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

28 აპრილი, 2017 , 11:40

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყ