უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2017 13:50
font-size

,,ევროპული საქართველო’’ საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე დაწევის ინიციატივით გამოდის

პარტია “ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის.

შესაბამისი ინიციატივები ჟურნალისტებს დღეს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნო.

”მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა ასიათასობით ოჯახმა იგრძნო საკუთარ შემოსავლებზე. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს.
“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

”ევროპული საქართველოს” პროგრამა, რომელსაც პარლამენტში დღეს წარადგენენ, 7 პუნქტი გულისხმობს: ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს; დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს, ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ; უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს; საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე; განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე; იმპორტის გადასახადი გაუქმდეს; საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგვცემს: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას; სამუშაო ადგილების შექმნას; კეთილდღეობის ზრდას.

ნინო ექვთიმიშვილი

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი