უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 აპრილი, 2017 13:40
font-size

„ევროპული საქართველო“ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგზე ინფორმაციას მიაწვდის

„ევროპული საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიამ, ახალი კონსტიტუციის პროექტი ერთპარტიულ რეჟიმში მიიღო.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, მედიას ბრიუსელში განუცხადა, სადაც დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართება.

„ნებისმიერი კონსტიტუცია უნდა იყოს პოლიტუკური კონსენსუსის პროდუქტი. მას უნდა ეთანხმებოდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმრავლესობა და სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება კონსტიტუცია სტაბილური პოლიტიკური სისტემის საფუძველი. ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ გაიაზრა და მათ, პრაქტიკულად, ერთპარტიული კომისია წარმოადგინეს და მიიღეს კონსტიტუციის ის ვარიანტი, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უცხოელი პარტნიორების პოზიციას, მათ შორის ვენეციის კომისიის პოზიციას“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც შეხვდებიან.

მონიკა დავლიანიძე

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი

5 მარტი, 2021 , 20:36

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას არავითარი ინფორმაცია გამოუთხოვია და საქმის გარემოებებს დეტალურად არ გაცნობია. &

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ

5 მარტი, 2021 , 20:26

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოსასვლელად „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ლიეტუვის

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა

5 მარტი, 2021 , 16:05

გუშინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წ

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი

5 მარტი, 2021 , 12:25

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის,

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი

5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე წერს. &bd

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს

5 მარტი, 2021 , 12:25

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანა დაფინანსებული პროექტის &ndash