უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება
საპარლამენტო უმცირესობა ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება. შესაბამისი განცხადება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა - დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძემ პირადად შს მინისტრ გიორგი გახარიას და ხელისუფლებას მიმართა, გაითვალისწინოს ,,ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატების თავდებობა და სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მისი თქმით, თავდებობა უახლოეს მომავალში როგორც ადვოკატებთან, ისე ოჯახის წევრებთან ერთად, დოკუმენტურად გაფორმდება.
„იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც 5 თვეზე მეტია ეძებს სიმართლეს, ცდილობს იპოვოს მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, ეს სცილდება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის.
ჩვენი საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, არ დავუშვათ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც ებრძვის სახელმწიფო, უსამართლოდ ექცევა სისტემა და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს, რათა დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. მოვუწოდებ შს მინისტრს, პირადად ბატონ გახარიას, გაითვალისწინოს ჩვენი თავდებობა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
14 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03

