რეგიონები
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლანჩხუთში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ის ადამიანები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და ახლა „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა.
როგორც უგულავას განაცხადა, აღნიშნული ადამიანებისთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენ მეტოქეები ვიყავით და არ გვიყვარდა ერთმანეთი. თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა. ამ ადამიანებისათვის ზურაბიშვილი აღმოჩნდა წითელი ხაზი და მათ დატოვეს „ქართული ოცნება“. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი იტყვის „არა ზურაბიშვილს“. მივმართავ „ოცნების“ მხარდამჭერებს, დაფიქრდით, ვის სამსახურში დგახართ და შემოგვიერთდით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.