უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2017 17:25
font-size

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ნოყიერ ნიადაგს უმზადებენ რუსეთიდან მართულ ე.წ პატრიოტულ ძალებს - „პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველო“

„პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველო“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთის ქმედებები ცხადად აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ქვეყანაში ქაოსის შექმნას - ამ სტრატეგიას იგი საკმაოდ წარმატებულად იყენებს მ.შ. ევროპაში, როდესაც აქტიურად აძლიერებს მოფაშისტო თუ ფსევდო-მემარცხენე მარგინალურ ჯგუფებს და ამ გზით ცდილობს საზოგადოებრივი დისკურსი გადაიტანოს საზოგადოების განვითარების კონსტრუქციული დისკუსიიდან დესტრუქციულში. ამის თვალსაჩინო გამოვლინება არის მოძალადე მენტალობის მქონე კორკოტაშვილ-კვიციანების აქტივობების მომრავლება, “მარშებითა” და სოციალურ ქსელებში ძალადობის პროპაგანდით.

ამ ფონზე, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა იმ დეზინფორმაციებსა და ჰომოფობიურ განცხადებებზე, რომლებიც იდოლოგიურ საფუძველს და წინაპირობებს უმზადებდა ე.წ. ქართულ მარშს. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ იანვარში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შემდგომში „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, მარგინალური ჯგუფების ქმედებები კიდევ უფრო წაახალისა. ეს ქმედებები აძლიერებს რუსეთის სტრატეგიას ეროვნული გრძნობებისა თუ სოციალური პრობლემებით მანიპულირებითა და სიძულვილის დანერგვით ქვეყანაში მოახდინოს დაპირისპირების პროვოცირება და საზოგადოების გახლეჩა.

23 ივლისს, პარტია “ევროპულმა საქართველომ”, დაანონსა ე.წ. „ქართული მარშის“ საპასუხო აქცია. არავისთვის საკამათო არაა, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები, თავისი რეპუტაციით, ახდენენ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციას, როცა ხელოვნურად ქმნიან ქართული და ევროპული ფასეულობების ცრუ შეუთავსებლობის ფონს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერებს მართლაც თუ შესტკივათ გული ამ ღირებულებებზე და ეს არაა ვიწრო პარტიული “პიარით” ნაკარნახევი, მოვუწოდებთ, თავი შეიკაონ, რადგან მათი ნებისმიერი ქმედება თუ განცხადება - მათ მიმართ, მოსახლეობის ფართო წრეებში ობიექტურად არსებული სიძულვის გამო, საზოგადოებას ამ ღირებულებების მიმართ კიდევ უფრო ნეგტიურად განაწყობს.

კორკოტაშვილები და ჩერგოლეიშვილ-ბოკერიები იმ ერთი ფენომენის ორი ბოლოა, რომლის სათავე მენტალური ბოლშევიზმია - სხვათა აზრის შეუწყნარებლობა. ამას არც ქართულ ტრადიციებთან და არც დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ასაზრდოებენ და ატივტივებენ პოლიტიკურ ავანსცენაზე.

ჩვენი არჩევანი არაა კორკოტაშვილ-კვიციანსა და ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას შორის. ჩვენ უნდა ვაშენოთ ისეთი ახალი საქართველო, სადაც ადგილი ექნება როგორც მემარჯვენე, ასევე, მემარცხენე იდეებს, ქვეყანა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ინდივიდულობის თუ იდენტობის განვითარებით იყოს კაცობრიობის სრულფასოვანი წევრი, როგორც ეს უნდოდა დავითს, ილიას, ვაჟას და რისი ნიმუშიცაა შოთა რუსთაველი, მისი მრავალფეროვანი და ჭეშმარიტების მაძიებელი გმირებით “ინდოეთიდან” “არაბეთამდე”.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა ჯანსაღი რეაქცია ე.წ. პატრიოტების წამოწყებულ პროვოკაციულ ქმედებაზე და მიგვაჩნია, რომ ასეთივე კონსოლიდირებული პოზიციით უნდა მოვითხოვოთსამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების გამოძიება, რომელსაც, ბოლო პერიოდში, ადგილი ჰქონდა საჯარო სივრცეში. იმედი გვაქვს ჩვენი ერთსულოვნება კიდევ უფრო გაძლიერდება კრემლის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ.“- ნათქვამიაპარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი