უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 სექტემბერი, 2020 16:20
font-size

`ევროპული საქართველოს` მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე

"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ, მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა.

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანის თქმით, დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან. რატიანმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება. რატიანის თქმით, "ევროპული საქართველოს" მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.

„დღეს ჭიათურის მერიაში არის კორუფცია და ეს ქალაქი უნდა განთავისუფლდეს ამ ადამიანებისაგან. დღეს ვერ მოიგებ ტენდერს, თუ არ ხარ ან კლანის წევრი, ან პარტიის შემომწირველი. 40 მილიონია დახარჯული და საბაგირო ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მაშინ როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იპარავს საერთაშორისო დონორებისაგან მიღებულ თანხას, გადასახადების გადამხდელების თანხას.

"ევროპული საქართველო" მოითხოვს, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, რათა დამთავრდეს ამ ქალაქში კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ხალხის ფულის მოპარვა ხორციელდება საჩხერესა და ჭიათურაში ადამიანებზე ზეწოლა, ხდება მათი დაშინება, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ადამიანებმა ოპოზიციურ ძალებს. ამ მძიმე კორუფციას, ნეპოტიზმს და სოციალურ გაჭირვებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

გიორგი გახარია რთველზე - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, -

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 17:59

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდება

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა და შ

„ჩვენ შევცვლით ასეთ ყოფას“- ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:01

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- ს ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა

სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქა

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. “ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციე