უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2018 12:50
font-size

„ევროპული საქართველოს“ შემდეგ უწყებათაშორის კომისიას „ნაციონალური მოძრაობაც“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ფორმატში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას მაშინ, როცა უწყებათაშორის კომისიაში არ მონაწილეობს ობიექტური არბიტრი.

მისი შეფასებით, კომისია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელში „ქართული ოცნების“ შტაბად იქცა.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია იმთავითვე აყენებდა საკითხს, რომ წარმოუდგენელია, ფორმატი ასე გაგრძელდეს. როდესაც წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და არანაირ წინადადებას, არანაირი საკითხის დაყენებას კომისიაზე მნიშვნელობა არ ჰქონდა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს აწარმოებდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ბუნებრივია, ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში, ამ იუსტიციის მინისტრის ფონზე წარმოუდგენელია რაიმე თანამშრომლობასა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე საუბარი. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა და ველოდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი კომისიაში არ მონაწილეობს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას ამ ფორმატში მიზანშეუწონლად მივიჩნევთ “, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ უწყებათაშორისი კომისია „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა.

14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწყებათაშორის კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს.

მინისტრთა ვიზიტების სიმწირე პარლამენტის როლს არსებითად აკნინებს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

15 ივლისი, 2020 , 17:33

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, მინისტრთა მოწვევებისა და მათი ვიზიტების სიმწირე ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მთავრობის მაკონტროლებ

ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს - გია ხუხაშვილი

15 ივლისი, 2020 , 16:22

ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

15 ივლისი, 2020 , 15:57

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრ

ივანიშვილმა ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა - დავით ჭიჭინაძე

15 ივლისი, 2020 , 14:16

ილუზორულ სამყაროში გამოკეტილმა კობახიძემ „გაგვახარა“, საარჩევნოდ თამამი დაპირებები გვექნებაო, მაგრამ სითამამეს წინ რა უდგას, შესრულებაა მთავარი. ან რა უნდა გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“ ახალი რომ პა

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - მეთიუ ბრაიზა

14 ივლისი, 2020 , 20:49

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. ბრა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

14 ივლისი, 2020 , 20:23

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე