უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2018 16:50
font-size

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერს თბილისის გენგეგმაზე ერთობლივი მსჯელობისაკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერს ემოციების გვერდზე გადადებას ურჩევს და ქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე ერთობლივი მსჯელობისაკენ მოუწოდებს.

,,ქალაქის გენგეგმა არ არის პარტიული დოკუმენტი, მეტიც, არ არის მერის დოკუმენტი. ეს არის მთლიანად ქალაქის დოკუმენტი. გენგეგმის მიხედვით გავლენა იქნება მთლიანად ყველა მოქალაქეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მსჯელობა, თუ რა ტიპის გენგეგმა გვექნება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც უკვე „ქართული ოცნების“ ქალაქის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელზეც ბუნებრივია არსებობს დიდი მოლოდინი თუ რაში დავხარჯეთ ეს თანხა და რა არის ამის შედეგი,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩავლილი თბილისის გენგეგმის განხილვა შეაფასა როგორც ძალიან სამწუხარო შემთხვევა, სადაც გენგეგმის ჯგუფის გაშვება ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა.

„რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა. გენგეგმის ჯგუფის, ანუ მერიის კონტრაქტორის, პირდაპირ გასალანძღად შეკრებილი საჯარო შეხვედრა, სადაც ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება იმისთვის, რომ კახა კალაძემ ეს გეგმა არ მიიღოს. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა იმიტომ, რომ განხილვა ამ თემაზე უნდა იყოს, მაგრამ გადაბრალება ვიღაცაზე და თან დაუსაბუთებლად არის არასამართლიანი და არასწორი,“-ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას შეფასებით, შეხვედრაზე ქალაქის მერმა განსხვავებული აზრის დაბლოკვა გადაწყვიტა.

კალაძის განმარტებით, პოლიტიკოსებისა და მერობის ყოფილი კანდიდატების მიწვევა საჯარო განხილვაზე მისი გადაწყვეტილება იყო. მათ კი, მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობის ნაცვლად, დებოშის მოწყობა სცადეს.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მე-6, საბოლოო ეტაპზე, მერიამ „სითი ინსტიტუტი“ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ