პოლიტიკა


ევროპული ტიპის კონსტიტუციის შემუშავება ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის წაგვადგება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული ტიპის კონსტიტუცია დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციაში. - ამის შესახებ მან ბერლინში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი ამოცანა არის ევროპული ტიპის კონსტიტუციის შემუშავება. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გზაზე დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია ძალიან წაგვადგება”,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.
კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00