უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 თებერვალი, 2017 18:40
font-size

„ევროპულმა საქართველომ“ ფარული მოსმენების ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარუდგინა ხელისუფლებას.

პროექტის ავტორისა და ფრაქცია „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის“ წევრის , ირაკლი აბესაძის თქმით, შეთავაზებული სისტემა იქნება ორგასაღებიანი და დაექვემდებარება ძლიერ საპარლამენტო კონტროლს.

„ჩვენ ვთავაზობთ, რომ მოსმენების განსახორციელებლად შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის წინაშე. სააგენტოზე განხორციელდება ძლიერი საპარლამენტო კონტროლი ნდობის ჯგუფის ფარგლებში და შეიქმნება ფარული მოსმენების განხორციელების ორგასაღებიანი სისტემა, სადაც ერთი გასაღები ექნება სპეციალურ სააგენტოს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მეორე გასაღები კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ ფარულ მიყურადებაზე ექნება უზენაესი სასამართლოს სპეციალურ მოსამართლეს, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში - პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს“, - ამბობს აბესაძე.

აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ჩატარდა პირველი საპარლამენტო სესია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე.

ანა მებურიშვილი

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს