უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2020 12:45
font-size

„ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მათი განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას.

„რამდენიმე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელს ვაწერთ მარლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმებას. ამ შეთანხმებას დასჭირდა ბევრი დრო, რამდენიმე თვე დაგვჭირდა რომ გვესაუბრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან. სხვები შეიძლება ხელს არ აწერენ, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან იმ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია ამ შეთანხმებაში. კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეთანხმება ეკონომიკურ რეფორმებზე და განათლებაზე, რომელიც მაღალი ალბათობით, მალე იქნება,“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1) პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2) თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
3) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა

1) ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

2) პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

3) ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სუს-ი

1) სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

2) დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

23 სექტემბერი, 2020 , 22:06

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანში (თბილისი) - ნიკანორ მელია; ისანში (თბილისი) -

ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველომ რუსეთის სამხედრო წვრთნები - „კავკასია 2020“ დაგმო - საგარეო უწყება

23 სექტემბერი, 2020 , 17:40

2020 წლის 23 სექტემბერს, ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მიერ 21-26 სექტემბერს მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან - „კავკასია 2020“ დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. საქართ

საარჩევნო სიისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ „ევროპულ საქართველოსთან` მოლაპარაკებები მიმდინარეობდა - მიხეილ სააკაშვილი

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდო

დავით ბაქრაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ სამომავლო თანამდებობების შესახებ შეთავაზება მიიღეს

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთიანი სიის შეთავაზებაზე საუბრობს. დავით ბაქრაძის თქმით, მითიური სიებისა და თანამდებობების შემოთავაზება ხელს უწყობს იმ პოლ

მთავარი არის, ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს - სერგი კაპანაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამე

გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ - პაატა მანჯგალაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.