უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ოქტომბერი, 2019 16:20
font-size

„ევროპულმა საქართველომ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი მოამზადა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, ოთარ კახიძემ და გიგა ბოკერიამ პარტიის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა წარადგინეს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადეს, აღნიშნული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის შესახებ.
კერძოდ, „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერების განმარტებით, შეფასების ქულათა სისტემა გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10-ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად:

ა) 1-3 ქულა – ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს;

ბ) 4-6 ქულა – აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს;

გ) 7-10 ქულა – აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

„ევროპული საქართველოს“ შეფასების სისტემით მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა აღნიშნეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, წინამდებარე დოკუმენტში აღნიშნული იქნება თითოეული კანდიდატის შესაფასებლად აუცილებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მხოლოდ არსებითი ხასიათის საკითხების მცირე ნაწილი, რაც ნათლად უსვამს ხაზს მათ პიროვნულობას, პროფესიულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“

11 დეკემბერი, 2019 , 23:38

„ევროპული საქართველოს“ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს. მოსამართლეობის მინიმალურ ს

„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება

11 დეკემბერი, 2019 , 16:20

საპარლამენტო ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება. ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველ

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი, 2019 , 14:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. "საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრე

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2019 , 14:15

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქს

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

11 დეკემბერი, 2019 , 12:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ინფ

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერი, 2019 , 22:02

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`