უკან

ეკონომიკა

21 სექტემბერი, 2018 10:35
font-size

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ქობულია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA -ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.

„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკითხი იყო ერთიანი სატრანსპორტო რეგულაციები, რომელიც ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია და დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ამ რეფორმის შედეგად შექმნილი რეალობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და, აგრეთვე, საშუალებას მისცემს კომპანიებს გააფართოვონ საქმიანობა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხელი მოეწერა საგზაო უსაფრთხოების დეკლარაციას. აუცილებლად დავეხმარებით საქართველოს ამ მიმართულებით როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით - აღნიშნა ვიოლეტა ბულცმა.

ევროკომისრის განცხადებით, მესამე საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს, იყო რკინიგზა და საქართველოს ჩართულობა სტრატეგიულ ალიანსში ევროპასა და აზიას შორის დერეფნის მოწყობის შესახებ.

„საქართველო მიწვეული იქნება შეხვედრაზე, სადაც ჩვენ დავიწყებთ სარკინიგზო დერეფნის დაგეგმვას, რომელიც მთელ რეგიონს დააკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ასევე ყურადღება ბევრ სხვა საკითხზე გავამახვილეთ, მათ შორის საზღვაო სექტორზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს და კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. მოუთმენლად ველი მომავალში ახალ ერთობლივ საქმიანობას“ - განაცხადა ბულცმა.

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ოქტომბერი, 2018 , 09:00

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა. გაუფასუ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა.  გა

საჯარო კომპანიების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს - ეროვნული ბანკი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი

ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:05

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის შესაძენად 2.7026 ლარია საჭირო. ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ლარის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა. ესენია თურქული ლირის ფაქტორი, საქართველოში

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`