უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2018 16:35
font-size

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო შექმნილი ვითარება გააცნეს და სკანდალური ჩანაწერები გადასცეს

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანდრეი ჰუნკო.

კახა კუკავამ ევროპელ პარლამენტარებს გააცნო, როგორც ქართულ მედია-გარემო, სადაც რეალურად მხოლოდ სამი კანდიდატი შუქდება: ვაშაძე, ბაქრაძე და ზურაბიშვილი - აგრეთვე დაფინანსების კუთხით არსებული ვითარება, სადაც ქართული ბიზნესი, ასევე, მხოლოდ ზემოაღნიშნულ სამ კანდიდატს აფინანსებს.

„რეალურად ეს არის მონოპოლია, სადაც ერთმანეთის 3 სატელიტი კანდიდატი ცდილობს დანარჩენი კანდიდატებისათვის არაკონკურენტული გარემოს შექმნას“ - განაცხადა კუკავამ.

შეხვედრაზე კახა კუკავასთან ერთად იმყოფებოდა „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი, რომელმაც ევროპელ სტუმრებს გააცნო ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, საიდანაც აშკარად იკვეთება ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური ჯგუფის მცდელობა, ერთის მხრივ, ხელში ჩაიგდოს თამბაქოს ბიზნესი საქართველოში, ხოლო მეორეს მხრივ - დაფინანსების წყარო მოუსპოს დამოუკიდებელ ტელევიზია „იბერიას“.

ევროპულ მხარეს გადაეცა ზემოაღნიშნული პროცესის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერები თანდართული ინგლისური თარგმანებით.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი