უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2021 17:07
font-size

ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია

საქართვლოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობას აფასებს.

ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გაჟღერდა.

„სიმართლე გითხრათ, ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გუნდმა ევროსაბჭოში მუშაობა ნაყოფიერად წარმართა. მე არ ვეთანხმები სესიაზე გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებებს არჩევნებთან მიმართებაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მათი დადებითი შეფასებები იყო ძალიან ზედაპირული და შეიძლება ითქვას, არაფრის მთქმელიც,“ - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

მისი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის გამოსვლა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა თუ განცხადებების ტყუპისცალი იყო.

„საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი. მაგალითისთვის , როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს , როგორც ყველაზე ცუდი არჩევნები, მათ არ უნახავთ როგორ არჩევნებს ატარებდა „მოქალაქეთა კავშირი“ თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი,“ - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

ინჯიას აზრით, როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქალბატონი საუბრობს, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, მისთვის ეს განცხადება გაუგებარია.

„შესაძლოა არჩევნების შედეგად, შექმნილიყო კოალიციური მთავრობა იმ პროპორციით რასაც ნამდვილად ოპოზიციური პარტიები მიიღებდნენ არჩევნების გაყალბების გარეშე და არა იმ შედეგით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სასარგებლოდ იყენებს და უსამართლო ტირაჟირებას უკეთებს,“ - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის თქმით, ევროპარლამენტარმა ნიდერლანდებიდან, თავის მოხსენებაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.

„აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს სესიაზე გაისმა კრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლეტების წესთან მიმართებაში, სადაც დომინირებენ მმართველი პარტიის გუნდის კომისიის წევრები. ამასთანავე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეწყვიტონ ბოიკოტი და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში,“ - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისი აზრით, საბოლოო ჯამში, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ევროპელი სოციალისტების“ გუნდმა, ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში.

„მოგეხსენებათ, მე ვარ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში ვიღებ მონაწილეობას „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის სახელით. აქ ყოფნისას უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, შეწყვიტოს ბოიკოტი და ჩაერთოს საპარლამენტო საქმინობაში, სხვა შემთხვევაში „ოცნება“ კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან საზიანო“ - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი