უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2019 16:48
font-size

ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა - სერგი კაპანაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნებისგან“ განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“.

მისის თქმით, ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით სერიოზული დისკუსია მიმდინარეობდა და ასამბლეამ სიაზე რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა“.

„პარლამენტმა ჩვენი ინიცირების შემდეგ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შარშან მიიღო, რასაც მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტმა და რამდენიმე ქვეყანამ მხარდაჭერა გამოხატეს. გუშინ, როცა რეზოლუცია განიხილებოდა და კენჭისყრა იყო, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია. საკითხი მნიშვნელოვანი მხოლოდ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თვალსაზრისით კი არ არის, არამედ ეს არის რეზოლუცია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს მოუწოდებს, ადამიანის უფლებები დაიცვას. რეზოლუციაზე საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის არც ერთი წარმომადგენელის მხრიდან მხარდამჭერი პოზიცია არ დაფიქსირებულა. მონაწილეობა დებატებშიც კი არ მიიღეს და პოზიცია არ დააფიქსირეს. დოკუმენტს საქართველოდან მხარი ორმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკი და დავით ბაქრაძემ დაუჭირეს. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, განმარტოს, რატომ არ დაუჭირეს მხარი ევროპული მასშტაბით მნიშვნელოვან რეზოლუციას. ეს არის მორიგი მაამებლური ნაბიჯი რუსეთის მიმართ, თუ სხვა რაიმე საქციელი? როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია განიხილება და ასამბლეაში დელეგაცია მონაწილეობს, მხარს რატომ არ უჭერენ, გაუგებარია. ამ საკითხზე ვალდებული არიან, საზოგადოებას პასუხი გასცენ. ეს ევროპული მასშტაბით ანტირუსული რეზოლუციაა და როგორ ჩანს, უმრავლესობას გადაწვეტილება აქვს მიღებული, რომ საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის წინააღმდეგ არ მიდიან”, – განაცხადა კაპანაძემ.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს