უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 თებერვალი, 2017 18:20
font-size

ევროვიზიის სამუშო ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ევროვიზიის სამუშო ჯგუფი საქართველოშია. ევროპის მაუწყელებთა კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოში საბავშვო ევროვიზია 2017-ი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში პირველი შეხვედრები გამართა. შეხვედრა შედგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან. განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, ტექნიკური საკითხები და სავარაუდო ლოკაციები, სადაც ნოემბერში, პირველად საქართველოში საბავშვო ევროვიზია უნდა გაიმართოს, - აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტროდან.

ჯონ ოლაფენდი-ევროპის მაუწყებელთა კავშირის სუპერვაიზერი: ,კონკურსის სამჯერ მოგების შემდეგ დადგა დრო, რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თქვენთან ჩატარდეს და საქართველომ საბავშვო ევროვიზიას პირველად უმასმინძლოს. საქართველოში პირველად ვარ და მომდევნო თვეებში თბილისში ხშირად მომიწევს ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუვიწყარი შოუ მოვაწყოთ. ქართულმა მხარემ უკვე ბევრი დეტალი გათვალა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.“

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

,,ევროვიზია სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დანარჩენ მსოფლიოს გავაცნოთ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამუშო ჯფუფი უკვე თბილისშია. ჩვენ აქტიურად გავდივართ ყველა დეტალს, რათა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ იყო. 2016 წელს საქართველო ევროფესტივალის გამარჯვებული მესამედ გახდა და წევრ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროვიზია საქართველოში პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.

კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნის მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს სტმრები ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა. მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი