უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

FAO და UNECE კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტყეების პირველ კვლევაზე იმუშავენენ

კავკასიის რეგიონში ტყეებთან დაკავშირებული ცოდნის გაზრდის მიზნით, გაეროს ეკონომიკური მისია ევროპისათვის (UNECE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალ პუბლიკაციაზე მუშაობენ. ნაშრომი „ტყეების მდგომარეობა კავკასიასა და ცენტრალური აზიაში“, ტყესა და ტყის მართვას ეხება და მასში განხილულია: რეგიონის ქვეყნების ინსტიტუციური სტრუქტურები, ტყის რესურსების მდგომარეობა და მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„ეროვნული სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც 1988 წლით თარიღდება, შედარებულია უახლეს მონაცემებთან, რაც დაეხმარება სახელწიფოებს ტყის რესურსებთან დაკავშირებული რეალური სურათის დადგენაში“ - განმარტავს კიტ პრინსი, კვლევის წამყვანი სპეციალისტი. კვლევის მენეჯერის რომან მიჩალაკისი კი დასძენს, რომ: „აღნიშნული კვლევის გამოყენებით, მთავრობებს შეეძლებათ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ტყეებისა და ტყითსარგებლობის შესახებ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.“

პუბლიკაცია და მასში შესული საკითხები განხილული იყო თბილისში, ექპერტთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს გარდა 7 სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქვეყნების დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, სატყეო სექტორში განვითარებული ტენდენციები და საჭიროებები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელებზეც ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

ექსპერტთა სამუშაო შეხვედრის ფარგლებშივე განხილული იყო „FAO-ს მსოფლიო ტყეების შეფასების 2020 წლის ანგარიში“. კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების წარმოდგენილებმა FAO-ს და UNECE-ის მოწვეული საერთაშორისო ექპერტებისგან კვალიფიციური მითითებები მიიღეს, მათ ქვეყნებში არსებული მონაცემებისა და საჭიროებების გაანალიზებისას.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარებული იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტყეების მდგრადი განვითარებისა და მენეჯმენტის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს FAO-ს და UNECE-ის თანამშრომლობის პროგრამას.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა

22 იანვარი, 2019 , 18:27

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს&n

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

22 იანვარი, 2019 , 17:25

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

22 იანვარი, 2019 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მი

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი შემცირდა

22 იანვარი, 2019 , 14:10

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი არ გაზრდილა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველ

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

22 იანვარი, 2019 , 14:06

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის 22 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`