უკან

მსოფლიო

18 სექტემბერი, 2020 16:15
font-size

FAO-ს გენერალური დირექტორი კორონავირუსის შედეგების დაძლევის გეგმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანია კორონავირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, 2019 წელს, სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანთან, თითოეულ ჩვენგანთან მიმართებით, გადაიხედოს ჯანსაღი საკვების წარმოებისა და მასზე წვდომის მიდგომები. სურსათის სისტემებმა აუცილებელია ამ პლანეტის ყველა მცხოვრები, ის ადამიანები, ვისაც პანდემიამ საფრთხე შეუქმნა, უზრუნველყოს დღიური საარსებო საშუალებებით. თუ ჩვენ გვინდა თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე მძიმე სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ, ძლიერი და სტრატეგიული თანამშრომლობა არაორდინალურად მაღალ მასშტაბებზე უნდა ავიყვანოთ.

ჯერ კიდევ პანდემიის წინა პერიოდში, სურსათის გლობალურ სისტემებსა და სურსათის უსაფრთხოებაზე ბევრი ფაქტორი ახდენდა გავლენას, მათ შორის, მავნებლები, სიღარიბე, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება. FAO-ს უახლესი ანგარიშის ,,მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების და ნუტრიციის კუთხით არსებული მდგომარეობა’’ თანახმად, 2019 წელს, დაახლოებით 690 მილიონი ადამიანი ანუ ყოველ ათ ადამიანში თითქმის ერთი იყო მშიერი. 2020 წლის ბოლომდე, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დამატებით 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ქრონიკული შიმშილის პირობებში. უფრო მეტიც, 2019 წელს, სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა.
პანდემიისა და მისთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩვენ უკვე ვნახეთ სურსათით მომარაგების გლობალური ჯაჭვის რღვევის, სამუშაო ადგილების დეფიციტის და დაკარგული მოსავლის შემთხვევები. ახლა ვხედავთ თუ როგორ იგვიანებს დარგვის პროცესი. მსოფლიოში, დაახლოებით 4,5 მილიარდი ადამიანი სურსათის სფეროშია დასაქმებული და ეს სფეროა მათი საარსებო წყარო. ისინი დასაქმებული არიან წარმოების, დასაწყობების, გადამუშავების, ტრანსპორტირების და სურსათის მომხმარებლამდე მიწოდების სფეროებში. ამასთან, მათ უწევთ საკუთარი თავის და ოჯახების გამოკვება. პანდემიამ სურსათის სისტემაში დასაქმებულთა 35 პროცენტი რისკის ქვეშ დააყენა და კიდევ უფრო მეტია დაზარალებული ქალების რაოდენობა.

ზემოაღნიშნული რეალობის გავლენა არის როგორც მყისიერი, ისე შორს მიმავალი. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ კორონავირუსის დამაზიანებელი გავლენის შეჩერება სურსათის უსაფრთხოებაზე და ჯანსაღ კვებაზე. პარალელურად, აუცილებლად გვჭირდება სურსათის სისტემების მეტად გაძლიერება და თანასწორობის უზრუნველყოფა მომავალში, რათა იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დავბრუნდეთ, ვიდრე მანამდე ვიყავით“,-აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი წერილში აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინკლუზიის, სასოფლო სამეურნეო სფეროში ვაჭრობის, მდგრადი და ძლიერი სასურსათო სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

„პანდემიის დაწყებისთანავე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ აქტიური დახმარება გაუწია ქვეყნებს და ფერმერებს, რათა მათ ემუშავათ პრობლემის დაძლევის უფრო მასშტაბურ და მდგრად გამოსავალზე და საკვები მიეწოდებინათ ყველა ადამიანისათვის. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა, FAO-ს პროგრამას ,,კორონავირუსზე რეაგირებისა და ვითარების გაჯანსაღების პროგრამა’’, სადაც მოქმედების შვიდი პრიორიტეტული სფეროა განსაზღვრული. თუმცა, აღნიშნული გამოსავლის გზების კატალიზებისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით, ბიზნესი, როგორც ჩვეულებრივი მიდგომა აღარ არის საკმარისი. ჩვენ გაერთიანებული ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ გამოწვევას სამი სტრატეგიული მიმართულებით. კერძოდ, პირველი - გადაწყვეტილებების მისაღებად გვჭირდება უკეთესი მონაცემები.
პანდემიის გავლენაზე დროულად და ეფექტურად რეაგიებისათვის, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ სად და როდის არის დახმარება საჭირო, ასევე, რომელია დახმარების საუკეთესო გზა. ეს ნიშნავს მასშტაბურ მუშაობას მონაცემებზე, ინფორმაციაზე და ანალიზზე და ასევე აღმავალი მიდგომის გამოყენებას.

FAO ცდილობს სწრაფი ადაპტირება მოახდინოს და გააძლიეროს მონაცემთა შეკრების მეთოდები ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ დონეზე, რადგან მონაცემთა შეკრების პროცესები პანდემიის შესაჩერებლად ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნის გამო დაირღვა. მაგ. FAO-მ ახლახანს გაუშვა FAO Data Lab რომელიც მიზნად ისახავს სურსათის ფასების რეალური დროის მონაცემებისა და სენტიმენტ-ანალიზის თავმოყრას. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ გეოსივრცითი პლატფორმა - Hand-in-Hand Geospatial Platform, რომელიც აერთიანებს ერთ მილიონზე მეტ სივრცით დონეს და კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებში ინტერვენციების პრიორიტიზირების კუთხით. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომს ხდის ვიზუალურ მონაცემებს და შესაძლებელი ხდება ადრეული განგაშის ატეხვა პოტენციურ ცხელ წერტილებში, რომელიც შეიძლება დაზარალდეს ცუდი ამინდის პირობებით და შემდგომი განვითარების პროგნოზირება.

მეორე, კარდინალურად უნდა გავზარდოთ ჩვენი კოლექტიური ქმედებების სინერგია. კორონავირუსი არის კრიზისი, რომელიც მოგვიწოდებს არა მხოლოდ გაერთიანებისაკენ, არამედ მოქმედებისაკენაც. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არასოდეს გვიმოქმედია. ყველა ხელთარსებული მონაცემის, ძალისხმევისა და რესურსების ერთად თავმოყრა და ერთად მოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შედეგებზე რეაგირებისა და გლობალური გაჯანსაღებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინკლუზიის, სასოფლო სამეურნეო სფეროში ვაჭრობის, მდგრადი და ძლიერი სასურსათო სისტემების განვითარების ხელშეწყობა, პროპაგანდა, მომავალში ცხოველიდან ადამიანზე დაავადებების გადასვლის შედეგად ეპიდემიების გავრცელების პრევენცია და კოორდინირებული ჰუმანიტარული ქმედებების უზრუნველყოფა“,-ნათქვამია წერილში.
ამასთან, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი წერილში აღნიშნავს, რომ პანდემიამ უკვე საკმაოდ უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა გლობალურ და რეგიონალურ ვაჭრობაზე. 2020 წელს, ვარაუდობენ რომ მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა 32 პროცენტით შემცირდება.

„განსხვავებით სასურსათო თუ ჯანმრთელობის კრიზისებისაგან თანამედროვე ერაში, კორონავირუსი მომარაგება-მიწოდების შოკებზე ახდენს გავლენას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და მომენტალურ თუ გრძელვადიან რისკებს უქმნის სურსათის წარმოებას და ხელმისაწვდომობას. აუცილებელია უზრუნველვყოთ ვაჭრობის მოთხოვნების შესაბამისობა და გავაუმჯობესოთ საქონლის საზღვრებზე გადაადგილების ეფექტიანობა. FAO მიზნად ისახავს საერთაშორისო აგრარული და სურსათით ვაჭრობის ხელშეწყობას რეგიონთაშორისი ვაჭრობის გაძლიერების გზით.
გარდა ამისა, ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადასვლის პრევენცია მოითხოვს კოორდინაციას ყველა შესაბამისი სექტორის მონაწილე მხარეებს შორის. ეს გულისხმობს ჯანდაცვის სექტორს, ეროვნულ და ადგილობრივ ბუნებრივი რესურსების მართვას და სოფლის განვითარებას, რათა მომავალში მყისიერი რეაგირება მოხდეს მაღალი რისკის მქონე ადგილებში ეპიდემიის პოტენციურ გავრცელებაზე. აღნიშნულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, FAO-მ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სულ ახლახანს გააძლიერეს ერთობლივი FAO/WHO ცენტრი, რომელიც მასპინძლობს ,,კოდექს ალიმენტარიუსის კომისიას’’ და აერთიანებს ექსპერტებს ზოონოტიკური დაავადებების სფეროში ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა FAO, WHO და სხვა გლობალური პარტნიორები და საკოორდინაციო მექანიზმები. მათი გაერთიანების მიზანია ეროვნული შესაძლებლობების შექმნა ზოონოტიკური საფრთხეების პროგნოზირების, პრევენციისა და კონტროლის მიზნით.
პანდემიის შედეგებზე სასურსათო თუ აგრარული სფეროების ეფექტური რეაგირება ასევე მოითხოვს გაერთიანებულ ჰუმანიტარულ ქმედებებს, კერძოდ, მოწყვლადი მცირე მეწარმეების და საოჯახო ფერმების საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფას. აუცილებელია კარგად დავგეგმოთ და გავაძლიეროთ კოლაბორაცია და პარტნიორობა გაეროს უწყებებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავარ ადგილობრივ აქტორებს შორის. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ რეალური წარმატების მიღწევას, თუ ხელიხელჩაკიდებული, ერთად ვიმუშავებთ უფრო მეტი ერთიანობის და ეფექტურობისათვის.

მესამე, უნდა დავაჩქაროთ ინოვაცია, ახალი საინვესტიციო სტრატეგიები, ციფრული ტექნოლოგიები და ინფასრტრუქტურული ინოვაციები უაღრესად მნიშვნელოვანია უკეთესი მონაცემების მოსაპოვებლად. ამასთან, ისინი ზრდის სურსათის წარმოების ეფექტიანობას და ბაზარზე წვდომას. ამ კუთხით, კერძო სექტორს ბევრი შესაძლებლობა გააჩნია, რომლის გამოყენება მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან წაადგებათ, რათა კერძო სექტორის ინოვაციებზე და შედეგებზე-ორიენტირებული მიდგომების საფუძველზე კიდევ უფრო დახვეწონ მეთოდები.

სასურსათო კრიზისის პრევენცია ახლა უნდა მოხდეს, არ შეიძლება დაველოდოთ როდის ამოიწურება ჯანმრთელობის კუთხით არსებული კრიზისი. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს უბრალოდ შიმშილის არასასურველ დონეებზე და პანდემიამდე არსებული სასურსათო საფრთხეების დონეზე დაბრუნება. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საკუთარ რესურსებს, ძალაუფლებას, რეალური დროის მონაცემებს, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და ტექნიკურ ექსპერტიზას სთავაზობს მთელს მსოფლიოს. ერთად, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ყველაზე მეტი საჭიროების მქონე, მოწყვლად ადამიანებს, მოვახდინოთ შემდეგი კრიზისის პრევენცია, გავზარდოთ მოსახლეობის მედეგობა შოკების მიმართ და დავაჩქაროთ ჩვენი სასურსათო სისტემების ხელახალი განვითარება.

ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, სადაც ყველა კარგად არის გამოკვებილი. მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ პრობლემის აღმოფხვრაში“,-ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, კუ დონჟუს წერილში.

“ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია” - აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ

27 ოქტომბერი, 2020 , 11:00

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული

27 ოქტომბერი, 2020 , 11:00

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად გამოწვეულ დაავადებას მილიონ 152 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი&ldqu

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ &ld

სომხეთი: კორონავირუსის 2 306 ახალი შემთხვევა 10 გარდაცვლილი პაციენტი

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა. მათ შორის 1

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი, 2020 , 16:45

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მ

დავით გარეჯთან პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როდესაც, ქედის ქვევით - დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ - ირაკლი ღარიბაშილი

16 ოქტომბერი, 2020 , 13:15

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვ