უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მარტი, 2018 15:55
font-size

FAO-ს სასწავლო ტურის ფარგლებში, ტაჯიკეთის მთავრობის დელეგაცია ქართველი კოლეგების გამოცდილებას იზიარებს

ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სტატისტიკის სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან და ქართველ კოლეგებს ხვდებიან. სამუშაო შეხვედრები FAO-ს 5-დღიანი სასწავლო ტურის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობაში რეფორმების, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შესახებ გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო აგრო-პრაქტიკების გაცნობა.

სასწავლო ტური FAO-ს პროექტის ნაწილია, რომელიც, სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებით, ტაჯიკეთში, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებას და სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

საქართველოში ვიზიტისას, ტაჯიკეთის დელეგაცია სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განვითარების, სტატისტიკური მონაცემების გამოყენების, პროექტების დონორებთან ურთიერთობის ასპექტებს განიხილავს. ისინი ქართველი კოლეგებისაგან მონაცემთა შეგროვების, შერჩევის და კვლევების შესახებ რჩევებს იღებენ. გაიმართა შეხვედრები FAO-ს წარმომადგენლობის ოფისში, სადაც FAO-ს კონსულტანტებმა ტაჯიკ სტუმრებს მონაცემთა ბაზების, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემების, სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისა და სოფლის განვითარების სხვადასხვა პროგრამების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ საქსტატში. ქართვემა კოლეგებმა სტუმრებს გაუზიარეს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის წარმოების, შერჩევის, მონაცემების შეგროვების, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის პრაქტიკა.

ხვალ საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტუმრობისას, ტაჯიკი ჩინოვნიკები ექსპორტის ხელშეწყობის მოქმედ ქართულ პრაქტიკას გაეცნობიან.

"სასწავლო ტურის დანიშნულების პუნქტად საქართველო შერჩეულ იქნა, რადგან ქვეყანას სოფლის მეურნეობის რეფორმირების და მოდერნიზაციის, სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაციის, ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების უახლოესი წარსულის გამოცდილება გააჩნია. ეს მიზნები ტაჯიკეთში ახლა აქტუალურია" - განაცხადა FAO-ს პოლიტიკის ოფიცერმა, დიმიტრი ზვიაგინცევმა.

ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა ტაჯიკეთის მთავრობა5 მლნ ევროს ღირებულების პროექტს უფინანსებს. მრავალმხრივი პროექტისაგან ტაჯიკეთი მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას ელოდება. ოთხწლიანი პერიოდის ბოლოს, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური გახდეს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის, პროგრამების განსაზღვრის და დონორთა კოორდინაციის სფეროში.

საკვანძო სიტყვები:

ყველა გამსესხებელს აეკრძალება მომხმარებლისგან დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონება მოითხოვოს - მამუკა ბახტაძე

25 მაისი, 2018 , 17:20

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 5 პრინციპს ეფუძნება. მაგალითად, ორჯერ შემცი

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

25 მაისი, 2018 , 11:25

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურისა და ინსტრუმენტების დახვეწასა და განვითარებაზე. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლიდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

25 მაისი, 2018 , 09:00

24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4734 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.43 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 მაისი, 2018 , 17:35

24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4734 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.43 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,

რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24 მაისი, 2018 , 16:30

21-23 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „ალიანსი ენერგოდაზოგვისთვის“ (Alliance to Save Energy) და „კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრის“ (Copenhagen C

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის დელეგაცია ეწვია

24 მაისი, 2018 , 16:30

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმი ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია მიიღო. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე