უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 მაისი, 2018 15:15
font-size

FAO საქართველოში ფასების მონიტორინგის და ანალიზის სიტემის დანერგვას ახორციელებს

სურსათის ფასების მონიტორინგისა და ანალიზის ელექტრონული სისტემის (FPMA) წარდგენის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ქართველი სტატისტიკოსები, ანალიტიკოსები და კერძო სააგენტოების წარმომადგენლები შეკრიბა. ელექტრონული სისტემა ფასების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ანალიზის თანამედროვე ტექნიკურ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

FAO-ს ეკონომისტმა, ნატალია მერკუშევამ 15 ქართველი სტატისტიკოსისთვის FPMA სისტემის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა. სისტემა ბაზაში მონაცემთა მარტივად შეტანის საშუალებას იძლევა, შემდეგ კი სწრაფად და მარტივად თვლის ცალკეულ ფასებს, ახორციელებს ფასთა შედარებებს, იძლევა ცხრილების ჩამოტვირთვის საშუალებას და ძირითად სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას.

FPMA და ფასების მონაცემთა ბაზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2010 წლიდან გამოიყენება. სუსტემა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნების მთავრობებს დროული და სანდო ინფორმაციის მოიპოვებით უზრუნველყოფს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების მიზნით, მიმდინარე წლის დასაწყისში, FAO-მ უკვე განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შესწავლისა და ანალიზის სისტემის დანერგვა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, FPMA-ს დანერგვას მხარს უჭერს ევროკავშირიც. ქვეყანაში დარგის პოლიტიკის წარმმართველების გარდა, განახლებადი სტატისტიკური მონაცემები ასევე სასარგებლო იქნება სოფლად ოჯახური მეურნეობებისა და ფერმერთა ასოციაციებისთვისაც. სისტემა ფერმერულ საქმიანობაში ჩართულ პირებს საბაზრო ტენდენციებთან თანხვედრაში მყოფი საფასო პოლიტიკის წარმოებაში დაეხმარება. მცირე ფერმერები, რომლებსაც ხშირად მწირი რესურსები გააჩნიათ, მათთვის მეტად ღირებულ ინფორმაციაზე წვდომას მოიპოვებენ, რაც განვითარების ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

საკვანძო სიტყვები:

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი