უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აგვისტო, 2022 18:29
font-size

ფაქტები ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური ოპოზიციის პროცესების, რომელთაც სურდათ არაკანონიერად ხელისუფლების შეცვლა - გურამ მაჭარაშვილი

ფაქტები ადასტურებს სწორედ იმას, რომ აშშ-ის საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური ოპოზიციის პროცესების, რომელთაც სურდათ არაკანონიერად ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა ისიც, რომ ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებას, რომ საქართველოდან უნდა დაიხოცონ ბავშვები, ქალები და ომი გაჩაღდეს.

„ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა განცხადებაში აღნიშნული ყველა ფაქტი. ოპონენტებმა ერთი კონტრარგუმენტიც კი ვერ მოიყვანეს, რაც განცხადებებში დავწერეთ. მაგალითად, მართლმსაჯულებაში ჩარევის მაგალითი, როდესაც თავად აღიარა საელჩომ და ელჩმა, რომ კონკრეტული მოსამართლე დაიბარა კონკრეტული ანგარიშისთვის და არასასურველი გადაწყვეტილების გამო დაასანქცირა, ბუნებრივია, ეს არის დარღვევა და მართლმსაჯულებაში ჩარევა. ამის საპირწონედ ვერც მოიტანდნენ ვერანაირ არგუმენტს, მაგრამ ცუდად მაინც შეწინააღმდეგებოდნენ, ამის სურვილიც არ აღმოაჩნდათ.

დადასტურდა ისიც, რომ ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებას, რომ საქართველოდან უნდა დაიხოცონ ბავშვები, ქალები და ომი გაჩაღდეს. ამას არ ემიჯნება, სამაგიეროდ ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას. ვერც ამის საპირწონე ვერაფერი მოიტანეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა მაგალითი და ფაქტი, რაც ჩვენს განცხადებაში მოვიყვანეთ. სამწუხაროდ, დადასტურდა და ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ საზოგადოებას სიმართლე სცოდნოდა.

ვწუხვართ, რომ ეს ხდებოდა და ხდება. ეს ფაქტები ადასტურებს სწორედ იმას, რომ საელჩოში ხდებოდა კოორდინირება სწორედ რადიკალური ოპოზიციის პროცესების, რომელთაც სურდათ არაკანონიერად ხელისუფლების შეცვლა.

პოლიტიკური პარტიები რომ აღარ ეყოთ, არასამთავრობო სექტორი შემოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში. არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, რომ აპირებდა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას. ჩვენ ვფიქრობდით გარკვეულ ეტაპზე გაჩერდებოდა საელჩო, თუმცა რამდენიმე დღის წინანდელმა ინტერვიუმ ნათლად აჩვენა, რომ ამ ეტაპზე საელჩო გაჩერებას არ აპირებდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით - ირაკლი კობახიძე

6 ოქტომბერი, 2022 , 16:37

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ

2021 წელს სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დღეს ისტორიულ მინიმუმზეა - ლევან დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 , 16:05

2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 21.3 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე, ხოლო 2019 წელთან შედ

პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება - „ნაციონალური მოძრაობა“

6 ოქტომბერი, 2022 , 15:53

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. პარტიაში ამ განცხადებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

6 ოქტომბერი, 2022 , 15:17

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, - ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბო

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

6 ოქტომბერი, 2022 , 15:17

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, - ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბო

თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

6 ოქტომბერი, 2022 , 10:57

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატო-სა დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი