უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 თებერვალი, 2017 17:30
font-size

ფაქტია, რომ ადამიანი დაკავებულია იმის გამო, რომ მან შეიძინა ციანიდი და მიემგზავრებოდა გერმანიაში - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლკის განცხადებით, სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, საუბარი იმაზე, თუ ვინ იყო ბოროტმოქმედის სამიზნე, უადგილოა.

როგორც ვოლსკიმ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას.

„სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ, ბოროტმოქმედების სამიზნე სასულიერო პირია თუ სამოქალაქო პირი, ზედმეტია. ეს თემა არის ძიების პროცესში. ფაქტია, რომ ადამიანი დაკავებულია იმის გამო, რომ მან შეიძინა ციანიდი და მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. ეს არის მოცემულობა. გამოძიება დაადგენს, ვინ იყო შესაძლო მოწამვლის მსხვერპლი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა პროფესიონალურად იმოქმედა, როცა გერმანიაში პატრიარქთან სახელმწიფო დაცვა მიავლინა, რადგან “ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარია კონკრეტულ პირებზე ან ინსტიტუტზე, ვიდრე გაირკვევა, თუ რა ხდება, პირველი პირი ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს“.

მონიკა დვალიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის კუთხით არის უარყოფითი - ლევან იზორია

20 ივლისი, 2017 , 18:00

ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის კუთხით არის უარყოფითი გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ ოკუპაციის ხაზზე, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აღნიშნულით გამოეხმაურა რუსი დეპუტატებ

შალვა ხუციშვილი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლაზე: მესაზღვრე იღებს გადაწყვეტილებას იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას მოცემულ სიტუაციაში აქვს

20 ივლისი, 2017 , 14:50

მესაზღვრე იღებს გადაწყვეტილებას იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას მოცემულ სიტუაციაში აქვს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საქართველოში რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლის შესახებ გავრ

შეუძლებლად მიმაჩნია, რაიმე სახის ოფიციალური კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან, ვიდრე იარსებებს ე.წ საელჩოები ოკუპირებულ რეგიონებში - ირაკლი სესიაშვილი

19 ივლისი, 2017 , 16:30

გარდა  საერთაშორისო ფორმატებისა, მე პირადად შეუძლებლად მიმაჩნია რაიმე სახის ოფიციალური კავშირის დამყარება მოსკოვთან, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ლეონიდ კალაშნიკოვის იმ განცხადების

2-ჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი - თეა წულუკიანი

19 ივლისი, 2017 , 11:30

ჩვენ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2-ჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 5 თეთრით შევამცირეთ ბუნებრივი აირის ფასი - კახა კალაძე

18 ივლისი, 2017 , 14:25

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ბუნებრივი აირის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მან არ იცის ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში, იქნება თუ არა სუბსიდირება. კალაძის თქმით, ამის შესახებ

კახა კალაძე ოთარ აბესაძეზე: არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობის პირია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია

18 ივლისი, 2017 , 14:25

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის პირია, კანონის წინაშე ყველა თანას