უკან

კომენტარი

14 მარტი, 2019 13:00
font-size

ფაქტია, რომ ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა - დავით ზალკალიანი

„ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება ამისდა მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამოქმედდეს.

„ექსპერტიზის შესახებ საბოლოო ინფორმაცია არ მაქვს. ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნება ეს დასკვნა, კომპეტენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. ყველა ჩვენს საელჩოს მიეცა ინსტრუქცია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ხვალ ჩანიშნული მაქვს შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდება და მოვისმენ, რა ინფორმაცია გააჩნია.

ფაქტია, რომ ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

აუცილებელია, გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ავამოქმედოთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფორმატი უნდა იყოს, სადაც საუბარი ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება. ყველა საერთაშორისო აქტივთან ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოკუპირებული გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს გაავრცელა.

უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი - გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი, 2019 , 12:05

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც ხალხს გაუბედა და უთხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის

რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, განურჩევლად მხარეებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:17

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის გააქტიურებული იქ

უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მიუხედავად რისკებისა და პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 09:18

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის უბნის ინტე

1 მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია – არჩილ თალაკვაძე

18 მაისი, 2019 , 17:35

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ზუგდიდში მოქალაქეების გადაწერასთან კავშირი, დეპუტატმა განმარტა, რომ რაიონებიდან ქალაქში ჩაწერა არის ჩვეულებრივი მიგრაცია და ეს არ შეიძლე

ნატო ჩხეიძე: მინისტრი სახელმწიფოს ჯარისკაცი უნდა იყოს და ეს ქ- ნი წულუკიანი პარტიის ჯარისკაცი ყოფილა

17 მაისი, 2019 , 15:59

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი თუ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტ

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ - მამუკა ბახტაძე

17 მაისი, 2019 , 15:35

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახატძემ ჟურნალისტების კითხვას, ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ხომ