უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2016 11:55
font-size

ფაქტობრივად, ჩემი ყველა ნაცნობი სამსახურს ეძებს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთი აწევს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა ,,არჩევანში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ დასაქმების ბაზარზე სერიოზული პრობლემაა.

,,მარტივად გეტყვით. ჩემს ირგვლივ, ფაქტობრივად ჩემი ყველა ნაცნობი ეძებს სამსახურს. ყველა ცდილობს სადმე დასაქმდეს და რამე სამსახური იშოვოს. სამწუხაროდ, ბევრი წასულია საზღვარგარეთ და იქ ცდილობს დასაქმებას. ეს ჩვენი ყოფის, ცხოვრების, ძალიან სერიოზული პრობლემაა. პარალელურად, ლარის გაუფასურებამ და ეკონომიკის ზრდის დაბალმა ტემპმა, არა მხოლოდ სამუშაო ადგილებზე იმოქმედა, არამედ გლობალურად დოვლათის შექმნის პროცესსაც პრობლემა შეუქმნა. ასევე, თუ შევხედავთ, დავინახავთ იმას, რომ რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესის წილი საქართველოში ჯერჯერობით ვერ გაიზარდა. ამას თუ დავუმატებთ იმ რეალობასაც, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოხდა, მართლაც ძალიან მძიმე ტვირთი აწევს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ არის გარკვეული პოზიტიური პარამეტრებიც.

,,წელს უცხოური ინვესტიციები გაზრდილია. გარკვეულწილად ტურიზმის მაჩვენებელიც გაიზარდა. რამდენიმე ეკონომიკური პარამეტრია, რომელიც იმედისმომცემია, მაგრამ ეკონომიკური პარამეტრები ცალკე მოვლენაა. რეალური მოვლენაა ის, თუ როგორ ვგრძნობთ ჩვენ თავს. რანაირად გაიზარდა ხელფასიდან გამომდინარე ჩვენი მსყიდველუნარიანობა, რამდენად მეტს ვხარჯავთ ბაზარზე, აქედან გამომდინარე, როგორ ვახალისებთ ეკონომიკას, რამდენი ადამიანი ეძებს ჩვენს ირგვლივ სამუშაოს. აი, ეს არის რეალური გარემო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი