უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ - ქეთევან ციხელაშვილი

საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ატოცში, სადაც რუსი ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას ეწევიან, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა.

ციხელაშვილი პირადად გაეცნო სოფელში მიმდინარე ვითარებას და განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა.

მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა შეჩერდეს ეს პროცესი.

ციხელაშვილის განცხადებით, ახალი მავრთულხლართების გავლებით, კიდევ უფრო გართულდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები.

„ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავთულხლართების არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მე მინდა დღეს აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ამ ხალხის ინტერესებს და იმ ხალხის ინტერესებს, ვინც არის დაზარელებული ამ მავთულხლართების პოლიტიკით.

დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის, რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი, ქმნიან გაუსაძლის პირობებს,“-განაცხადა ციხელაშვილმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი