უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური - ლევან დავითაშვილი
ჩატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციტრუსის მოსავალზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
"ციტრუსის საკმაოდ კარგი მოსავალი გვაქვს წელს. კლიმატიდან გამომდინარე უამრავი გამოწვევისა, წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით, მათ შორის, ციტრუსში გვექნება ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ დაახლოებით, 5-დან 10 ნოემბრამდე გავხსნით ციტრუსის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბს. ჩართულები ვიქნებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
დღეს დილით გვქონდა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომლისთვისაც უმთავრესი კულტურა სწორედ მანდარინია.
ჩატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი