უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ოქტომბერი, 2018 15:20
font-size

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, მოსახლეობამ მექანიკური მეთოდებიც უნდა გამოიყენოს - სურსათის ეროვნული სააგენტო

აზიური ფაროსანა, ტემპერატურის კლებასთან ერთად, საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას. მავნებელი ახლომდებარე დასახლებებისკენ გადაადგილდება ტყის მასივებიდანაც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან, ტყის მასივებში ქიმიური ღონისძიებების ჩატარება კანონმდებლობით აკრძალულია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყისპირა პერიმეტრებზე მავნებელთან ბრძოლა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, პარალელურად, მნიშვნელოვანია ტყიდან გამოსული ფაროსანას მექანიკური ღონისძიებებით, მათ შორის, დამჭერი ხაფანგებით განადგურება.

მექანიკურ მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკოორდინაციო შტაბისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.

მექანიკური მეთოდები გულისხმობს:

1. მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივ კონსტრუქციებს, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება.

2. სახლებში შესული ფაროსანას მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება.

3. ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი კვდება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია, შეწამვლის სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით ტარდება. თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 700 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 2018 წელს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანა არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში კი, მისი რიცხოვნობა შემცირებულია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი