უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

23 მარტი, 2019 12:50
font-size

ფაროსანასთან ბრძოლისას ფუტკრის დაცვის ღონისძიებები მეფუტკრეების ჩართულობით განხორციელდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრეებთან, რათა კოორდინირებულად დაიგეგმოს შეწამვლითი სამუშაოების ვადები და ფუტკრის დაცვითი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მეფუტკრე ფერემერებთან თანამშრომლობით დაიხვეწება შეტყობინებების სისტემა.

მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს.

წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება; შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გააგრძელებენ აქტიურ საკონსულტაციო სამუშაოებს მეფუტკრეებთან.
მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი და ზურაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა

4 ივნისი, 2020 , 14:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახო

უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 12:26

„ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, ამავე დროს, მოვუწოდებთ თეთრიწყაროელებს, დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გ

საქართველოში ატმის კრეფის სეზონი იწყება

3 ივნისი, 2020 , 16:05

წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

3 ივნისი, 2020 , 12:10

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში&ldqu

ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

2 ივნისი, 2020 , 11:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილ

დევნილებისთვის დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში 122 სახლი აშენდება

1 ივნისი, 2020 , 16:25

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!