უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 ივნისი, 2022 08:25
font-size

ფართოდ გავრცელებული ანგიოლოგიური დაავადებები

ანგიოლოგიური დაავადებები გულისხმობს სისხლძარღვოვანი - არტერიული და ვენური ფაქტორებით გამოწვეულ დაავადებებს, რომელიც მოსახლეობაში სიკვდილიანობის მიხედვით პირველ ადგილზე დგას.

სისხლძარღვოვანი დაავადებები გამოწვეულია რამდენიმე პათოლოგიით, ესენია :

-თრომბოზი

-ათეროსკლეროზი

-გენეტიკური ფაქტორები

ანგიოლოგიური დაავადებები

თრომბოზი ვითარდება როდესაც სისხლის კოლტი ახშობს ვენის ან არტერიის სანათურს. სიმპტომები მოიცავს ცალმხრივ სიწითლეს და შეშუპებას კიდურზე, გულმკერდის არეში უეცარ ტკივილს ან მგრძნობელობის დაქვეითებას სხეულის ცალ მხარეს. თრომბოზის შედეგები ინსულტის ან ინფარქტის სახით შესაძლოა იყოს ლეტალური. ამ პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რუტინული კვლევები და კონსულტაცია სპეციალისტთან.

ათეროსკლეროზი დღევანდელი სტატისტიკით სისხლძარღვოვანი დაავადებებიდან პირველ ადგილს იკავებს, ის წარმოადგენს პათოლოგიას, რომლის დროსაც ხდება ცხიმოვანი სუბსტანციის ჩალაგება არტერიების კედლებში, რაც იწვევს მათ შევიწროვებას, სისხლის ნაკადის შენელებას და რიგ შემთხვევაში სრულ შეწყვეტას.

რისკ ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ ათეროსკლეროზის პროვოცირებას წარმოადგენს :

-მაღალი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე სისხლში

-მაღალი არტერიული წნევა

-მწეველობა

-დიაბეტი

-სიმსუქნე

-ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა

გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ჩაიტაროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პერიოდული სკრინინგი, რომლის რეკომენდაციასაც თქვენი ანგიოლოგი მოგცემთ.

რა არის ანგიოლოგიური დაავადებების მექანიზმი ?

ვინაიდან ათეროსკლერეოზი აზიანებს არტერიების კედელს, წარმოშობილმა ცხიმის გროვამ შესაძლოა დაავიწროვოს სისხლძარღვი და გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის შემცირება/ შეწყვეტა (ინფარქტი) ან ანთებითმა პროცესებმა გამოიწვიოს კედლის გათხელება და დეფექტის ჩამოყალიბება (ანევრიზმა).

ვინაიდან და რადგანაც სისხლმომარაგება ესაჭიროება ყველა ორგანოს ჩვენს სხეულში, ინფარქტი ან ანევრიზმის გასკდომა შესაძლოა მივიღოთ სხვადასხვა ადგილებზე.

რომელია ყველაზე ხშირად განვითარებული ანგიოლოგიური პათოლოგია?

კარდიო-ვასკულური პრიბლემები დღეს პირველ ადგილზე დგას სიკვდილოანობის მიხედვით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ის გლობალური სიკვდილიანობიდან 32%-ს შეადგენს და 2019 წლის სტატისტიკით ამ პათოლოგიით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 17,9 მილიონს მიაღწია.

ინფარქტის გამაფრთხილებელ სიმპტომებს წარმოადგენს:

1. ტკივილის და დისკომფორტის არსებობა გულის არეში

2. თავბრუსხვევა, გულისრევა ან პირღებინება

3. ტკივილის გადაცემა ყბის, კისრის ან ზურგის მიმართულებით

4. მარცხენა ხელის ტკივილი

5. სუნთქვის გაძნელება

ინსულტის სიმპტომებს წარმოადგენს:

1. ბალანსის დარღვევა, თავბრუსხვევა ან გულისრევის შეგრძნება

2. მხედველობის ცალმხრივი ან ორმხრივი დარღვევა

3. სახის კუნთების ცალმხრივი დამბლა

4. ცალმხრივი სისუსტე კიდურებში

5. გამართულად საუბრის შეუძლებლობა

ეს ყველა სიმპტომი წარმოადგენს საგანგაშო ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. თქვენგან განხორციელებულმა სწრაფმა რეაგირებამ და სპეციალისტთან მიმართვამ შესაძლოა იხსნას ადამიანის სიცოცხლე.

პრევენციისა და მსგავსი გამოვლინებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ექიმთან, რაშიც დაგეხმარებიან REDMED-ის პროფესიონალი ანგიოლოგები. ხოლო იმ შემთხვევაშ თუ გესაჭიროებათ ინსულტის შემდგომი კონსულტაცია ჩვენი ნევროლოგები მზად არიან დაგეხმარონ თქვენს მიერ პლატფორმიდან შერჩეულ დროს.

NS

იატაკის გათბობის უპირატესობები

29 ივნისი, 2022 , 12:47

იატაკის გათბობა თანამედროვე ინტერიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც საცხოვრებელი სახლს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ეგრეთ წოდებული ,,თბილი იატაკი” მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გათბობის სი

საცურაო აუზი მთელი ოჯახისთვის - როგორ ავიხდინოთ ოცნება ეკონომიურად

27 ივნისი, 2022 , 09:13

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საკუთარი სახლებისა და აგარების მფლობელებს უჩნდებათ საცურაო აუზის მოწყობის სურვილი. როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, აუზის მოწყობისთვის მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაა ს

კუჭ-ნაწლავის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

27 ივნისი, 2022 , 09:03

კუჭ-ნაწლავის, იგივე გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებები ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ყველა ასაკის პირებში. კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტის შემადგენლობაში შედის : პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი

ორთოპედიული მაღაზია “ახალი ხედვის” უპირატესობები

25 ივნისი, 2022 , 14:03

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. სერვისების გაუმჯობესება, ასორტიმენტის განახლება და ინოვაციური მიდგ

ვარიკოზის მოვლის საშუალებები

1 ივნისი, 2022 , 09:22

ცხელი დღეები სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, შესაბამისად, ტემპერატურის მატებასთან ერთად ვარიკოზული ვენების პრობლემაც მწვავდება. იმ ადამიანებს, რომელთაც ეს დაავადება აწუხებთ, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მეტი დისკომფორტ

ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება ტრავმების დროს

30 მაისი, 2022 , 17:26

ადამიანები, მათი ასაკისა თუ სპეციალობის მიუხედავად, ხშირად იღებენ ტრავმებს. ეს შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევას, სპორტულ აქტივობას ან უბრალოდ უხერხულ მოძრაობას უკავშირდებოდეს. ხელისა და ფეხის ღრძობა ან დაჭიმვა ხშირია ბავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი