უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
სამართალი
ფარცხალაძე ყიფიანის ჩვენებას ეთანხმება და მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს - გაგი მოსიაშვილი
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილი მინისტრის მიერ მიცემულ ჩვენებას ენდობა და ეთანხმება.
ამის შესახებ განცხადება ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გააკეთა.
"იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას", - განაცხადა ფარცხალაძის ადვოკატმა.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.
მოსიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.
"ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, არის თუ არა ლევან ყიფიანი ფარცხალაძის სახლში ნამყოფი.