უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 თებერვალი, 2017 15:30
font-size

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეესაბამება - გიორგი კახიანი

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი კახიანმა ისაუბრა ფარული მოსმენების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესახებ.

კახიანის თქმით, ორი დღის წინ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს სსიპ-ის უწყების შექმნას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეესაბამება.

„ეს არ არის საგამოძიებო უწყება, ეს არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისითაც, კანონპროექტი არის გამართული. აქამდე ის, რაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხდებოდა, იყო დახურული ფორმატი. ამაზე ბუნებრივია, საჯარო მსჯელობა დაიწყება, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდება”, – აღნიშნა კახიანმა.

კახიანმა განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და კანონპროექტი შემუშავებულია.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობამ სამუშაო ჯგუის შეხვედრაზე წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე ფარული თვალთვალი, ასევე ფარულ ვიდეო- და აუდიოგადაღებას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში არსებული სსიპ ორგანო განახორციელებს. უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ორგანოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უწყება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2016 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენისა და მესამე სექტორის სარჩელები პარლამენტის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების თანახმად, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად იქნა აღიარებული. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, რომ შეცვალოს არსებული კანონმდებლობა.

ანა მებურიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0614 ლარი გახდა

13 ივლისი, 2020 , 17:22

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გელათის ფრესკების დაზიანების გამო, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - ანა ნაცვლიშვილი

13 ივლისი, 2020 , 17:11

“სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გელათის ფრესკების დაზიანების გამო - სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა გელათის გადასარჩენად! -ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს და სა

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება

13 ივლისი, 2020 , 16:40

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების

რუსთავში ხარმა ბავშვებს გადაუარა

13 ივლისი, 2020 , 16:01

რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, ხარმა ორი ბავშვს გადაუარა. მცირეწლოვნები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსხვილფეხა საქონელი, სავარაუდოდ, ფერმიდან გაიქცა. ის ხანდაზმულ ქალსაც დ

გიორგი ვაშაძე ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით მთავრობას 3 მოთხოვნით მიმართავს

13 ივლისი, 2020 , 14:37

დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში, მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შ

საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის - ილია მეორე

13 ივლისი, 2020 , 14:21

ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე