პოლიტიკა


ფარული მოსმენების კანონით ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას ადამიანთა სიცოცხლესა და უსაფრთოებას დავიცავთ - არჩილ თალაკვაძე
დღეს პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის , არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება აღამასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.
„ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება არის სახელმწიფოს ვალდებულება, არის აღმასრულებელი ფუნქცია თავისი არსით, ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში , როგორც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოშია. ბუნებრივია, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, ქმნის ბალანსს, ერთი მხრივ, კონტროლსა და ზედამხედველობის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, ამ ფუნქციის ეფექტურად განხორციელების კუთხით. რაც მთავარია, ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოებაა“, - განაცხადა თალაკვაძემ სხდომის დაწყების წინ.
რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ტექნიკურ მხარეს განიხილავენ. როგორც ცნობილია, კანონის მესამე მოსმენით განხილვას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30