უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 მარტი, 2019 13:05
font-size

ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებები - კობახიძის მორიგი თავდასხმა `რუსთავი2`-ის გენერალურ დირექტორსა და არასამთავრობო სექტორზე

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ „რუსთავი2“-სა და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ ისინი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება მომავალ არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებელი ვერ იქნება.

"ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ზოგადად ამ ფენომენის დისკრედიტაციას. ასევე კიდევ ერთი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა", მათ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი პირდაპირ ჰქონდათ განთავსებული ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ეს არის ბუნებრივი ძალიან მძიმე ფაქტები,რაც ყურადღებასა და სათანადო რეაგირებას საჭიროებს,"-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "რუსთავი2" ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა. მან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებას, ფაშისტური კიდევ ერთხელ უწოდა და დაამატა, რომ შესაძლებელია ნიკა გვარამიას განცხადებებს ბოლშევიკურიც ეწოდოს.

"ასევე იყო სერიოზული პრობლემა "რუსთავი2"-ის შოუების მონაწილეობის კუთხით, სადაც პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს უნდა ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, საუბარი იყო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურულ ცხოვრებაზე და ა.შ.

"ეს იყო აბსოლუტურად ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ან ბოლშევიკური გნებავთ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები, პირდაპირ ითქვა ერთ-ერთ შოუში, რომ ნიკა გვარამიას მხარდაჭერა არ სჭირდებოდა, ბუნებრივი ასეთ პირობებში დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: რუსთავი2

საკვანძო სიტყვები:

ბატონი კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა - ბერიკა შუკაკიძე

23 აგვისტო, 2019 , 15:17

პარტიის "თავისუფალი საქართველო"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს: „აბსოლუტური

ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში - გია ხუხაშვილი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ტვ პირველის მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ერთი აქტიური თემა მეორეთი გადაფაროს და საზოგადოება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში

ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! - ინგა გრიგოლია

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! ვერ წაიღებენ ტვ პ

ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში - გია ვოლსკი

22 აგვისტო, 2019 , 15:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და აცხადებს, რომ ბიზნესის ფლობა იქნება თუ პოლიტიკოსობა არ უნდა გაძლევდეს იმის უფლებას შენს მიმართ გამოძიებამ კით

`ივანიშვილს სურს, რომ მედია იყოს სარკე, სადაც ჩაიხედავს და კითხვაზე: ვინაა ყველაზე ლამაზი, ეტყვიან „შენ ხარ“

22 აგვისტო, 2019 , 15:35

პროკურატურის მიერ ტვ პირველის მფლობელის მამისთვის ბრალის წაყენებას „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება. ზურაბიშვილის თქმით, ზღაპრების მსგავსად ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მედია იყოს

კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ - ვახტანგ წერეთელი

22 აგვისტო, 2019 , 12:55

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავთანდილი წერეთლის შვილი,“ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს. მის

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს